logo
ENG



"სამხრეთ ოსეთის" ე.წ. საგარეო მინისტრი: "სამხრეთ ოსეთზე" რუსეთის პოზიცია უცვლელი რჩება

29 სექ 202420:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/29/j3dsx1nse2aqeqk.png

"სამხრეთ ოსეთის" ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ახსარ ჯიოევი ამბობს, რომ "სამხრეთ ოსეთზე" რუსეთის პოზიცია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ უცვლელი რჩება. ასე ეხმაურება ის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განაცხადებას, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოს "მეზობელ ქვეყნებთან" - აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, "თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით".

ე.წ. მინისტრი იმეორებს ლავროვის სიტყვებს, სადაც ის აფხაზეთსა და "სამხრეთ ოსეთს" საქართველოს "მეზობელ ქვეყნებს" უწოდებს და ამბობს, რომ რუსეთის მხარე ყველაფერს აკეთებს შეთანხმების მიღწევისთვის, მათ შორის, თავდაუსხმებლობის შესახებ დოკუმენტზე ხელმოწერის კუთხით.

"ფაქტობრივად, მინისტრმა ლავროვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ამას", - თქვა მან.

რაც შეეხება სამომავლოდ "მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის დამყარების შესაძლებლობას", მისი თქმით, "სამხრეთ ოსეთის" პოზიცია უცვლელი რჩება:

"ჩვენ გამოვდივართ აღიარებული სახელმწიფოს არსებული სტატუსიდან", - განაცხადა ე.წ. მინისტრმა.

28 სექტემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა, საქართველოს "მეზობელ ქვეყნებთან" - აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში დაეხმაროს, "თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან, მათ შორის, თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფის კუთხით". თავის განცხადებაში ლავროვმა ქართული ოცნება ისევ შეაქო. 


close დახურვა